Equipment Maintenance Supervisor
- APM Terminals
- Georgia
- GEL 21,600 – GEL 30,000
APM Terminals
საპორტო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სუპერვაიზერი
ნავსადგურის მფლობელობაში არსებული საპორტო ტექნიკის გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და პროფილაქტიკური სამუშაოების უსაფრთხოდ და ხარისხიანად შესრულების, ასევე გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრის უზრუნველყოფა.
შეთავაზება:
- სართაშორისო გარემო
- მუდმივი განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვების ვაუჩერი
- Lean ბიზნეს სისტემის გაცნობის შესაძლებლობა
სამუშაო ლოკაცია: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა: 08:00 -17:00, 5 სამუშაო დღე.
ფუნქცია მოვალეობები:
- უზრუნველყოფს ტექნიკური მომსახურების, პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას, კოორდინაციას და შესრულების კონტროლს ცვლაში.
- ახორციელებს ყველა ტექნიკურ სამუშაოსთან დაკავშირებული Work Order (WO)-ის მონიტორინგსა და კონტროლს, გახსნიდან საბოლოო დახურვამდე.
- მჭიდროდ თანამშრომლობს საწყობის გუნდთან, რათა უზრუნველყოს სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დროული ხელმისაწვდომობა დაგეგმილი სამუშაოების შეუფერხებლად შესასრულებლად.
- თანამშრომლობს დაგეგმარების გუნდთან და უზრუნველყოფს ცვლაში დაგეგმილი სამუშაოების დროულ და ეფექტურ შესრულებას.
- ხელმძღვანელობს საპორტო ტექნიკის პრევენციულ ტექნიკურ მომსახურებას, დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკურ და სარემონტო სამუშაოებს.
საპორტო ტექნიკა და დანადგარები: პასუხისმგებელია შემდეგი ტექნიკისა და დანადგარების ტექნიკურ გამართულობაზე და მომსახურებაზე:
მობილური და სარკინიგზო ამწეები;
სპრედერები, RAM სპრედერები და გრეიფერები;
არაგაბარიტული კონტეინერების გადასატვირთი ჩარჩოები (OHF);
ბუნკერები და მტვრიანი ტვირთების გადატვირთვისას გამოსაყენებელი წყლის გამფრქვევი სისტემები;
ავტომტვირთველები;
ტერმინალის ტრაქტორები და მისაბმელები;
ექსკავატორები, ციცხვიანი დამტვირთველები და სხვა სპეციალური დანიშნულების ტექნიკა;
ევაკუატორები, სიმაღლეზე სამუშაოდ განკუთვნილი ავტოამწეები, საწვავით გასამართი მანქანები;
ნაგავმზიდი და სახვეტი მანქანები;
საამქროებში არსებული დანადგარები, მათ შორის ტელფერები, კომპრესორები და ბორბლების დასაშლელ-ასაწყობი დაზგები.
კოორდინაციას უწევს ოპერაციების გუნდთან ტექნიკის სარემონტო სამუშაოებზე გადმოყვანასა და ექსპლუატაციაში დაბრუნებას.
უზრუნველყოფს შესაბამის სისტემებში ტექნიკის მიღება-ჩაბარებისა და სამუშაოების შესრულების დროების სწორად აღრიცხვას.
მუშაობს IFS CMMS სისტემაში, სადაც:
- აფიქსირებს ტექნიკის გაუმართაობებს (Fault Reports);
- ანახლებს და აკონტროლებს ინფორმაციას სამუშაო ორდერებში;
- ამოწმებს შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციას;
- ახორციელებს WO-ების ავტორიზაციასა და დახურვას;
- აღრიცხავს ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლისა და მწყობრში დაბრუნების პერიოდებს.
გუნდის მართვა და უსაფრთხოება
- ხელმძღვანელობს ცვლაში მომუშავე მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს.
- ამზადებს რისკების შეფასებებსა და სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს (SOP).
- ატარებს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების მოთხოვნების, პროცედურებისა და რისკების შეფასებების შესრულებას.
- უფლებამოსილია შეაჩეროს ნებისმიერი სამუშაო ან ტექნიკის ექსპლუატაცია, თუ არსებობს ინციდენტის ან ავარიის რისკი.
- ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის მენეჯერს და მონაწილეობს შემდგომი პრევენციული ღონისძიებების გატარებაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ტექნიკის ტექ. მომსახურების სფეროში (სასურველია საპორტო ტექნიკის) მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება.
- ქართული ენა - სრულყოფილად, სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა
- დისციპლინირებულობა და შრომის უსაფრთხოებაზე ორიენტირება.
- საიმედოობა და გულწრფელობა.
- განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა.
- დინამიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
- ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (ნახაზებთან, ჰიდრავლიკურ სქემებთან) და ტექნიკის ინსტრუქციებთან მუშაობის უნარი.
Maersk is committed to a diverse and inclusive workplace, and we embrace different styles of thinking. Maersk is an equal opportunities employer and welcomes applicants without regard to race, colour, gender, sex, age, religion, creed, national origin, ancestry, citizenship, marital status, sexual orientation, physical or mental disability, medical condition, pregnancy or parental leave, veteran status, gender identity, genetic information, or any other characteristic protected by applicable law. We will consider qualified applicants with criminal histories in a manner consistent with all legal requirements.
We are happy to support your need for any adjustments during the application and hiring process. If you need special assistance or an accommodation to use our website, apply for a position, or to perform a job, please contact us by emailing accommodationrequests@maersk.com.
Skills
- Preventive Maintenance
- Crane Maintenance
- Hydraulic Systems
- Work Order Management
- Team Supervision
- diagnostics
- Spare Parts Management



